დღეს ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_qsenoni30.jpgდღეს ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზატორობითა და წითელიჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცისა და ფონდ “მოლოდინის“ თანაორგანიზებით დღევანდელი დღის აღსანიშნავად ზუგდიდში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოში საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფა, მათი ოჯახების მხარდაჭერა იყო. ასევე შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმშედეგების შესახებ, რაც ადამიანის გაუჩინარებას ოჯახებისთვის მოაქვს. ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზურიდა 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 2000 მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად მათდამი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად 3 საათზე გიმართა. ღონისძიებების დასასრულს, 5 საათზე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.


Нравится