აზიურ ფაროსანასთან სახლის პირობებში ბრძოლის რეკომენდაციები

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_saxli-06.jpgტემპერატურის დაცემასთან ერთად აზიურმა ფაროსანამ უკვე საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობა, რათა მათ აზიური ფაროსანა მექანიკური მეთოდებითა და სახლის პირობებში დაშვებული პრეპარატებით გაანადგურონ.

უწყებაში მოსახლეობას ურჩევენ  შრომის, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გამოცემულ ბროშურასაც გაეცნონ, სადაც აზიურ ფაროსანასთან სახლის პირობებში ბრძოლის დეტალური რეკომენდაციებია მოცემული.  სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ხერხებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხიც გვესაუბრება.

 

 

Нравится