საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

მესტიაში ოქროს მოპოვების სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_mestt-05.jpgმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელიში აქცია დასრულდა. მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემის წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს ოქროს მოპოვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩაატარეს, იელიში იმ ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც კომპანია „ოპტიკალ სერვისი“ ოქროს მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს. ოქროს მოპოვების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კომპანიასთან და სოფელ იელის მცხოვრებლებთან დიალოგი გაიმართება. მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ მესტიაში კაზრეთის ვითარების გამეორებას. რაც შეეხება კომპანია „ოპტიკალ სერვისს“, მათი წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.ოქროს მოპოვების ადგილის მონახულებამდე, აქციის მონაწილეებსა და სოფლის მცხოვრებლებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში მოლაპარაკებები იმართებოდა.იელის მცხოვრებთა ნაწილს მიაჩნია, რომ ოქროს მოპოვებას არანაირი ზიანი არ მოაქვს. მათი მტკიცებით, კომპანია ოქროს მოპოვების პროცესში ქიმიკატებს არ იყენებს.

მესტიაში საპროტესტო აქცია დღის პირველ ნახევარში გაიმართა. აქციაზე ერთ-ერთი კომპანიის მიერ ოქროს ქიმიური გზით მოპოვება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია „ოპტიკალ სერვისი“ ოქროს მოპოვებას ქიმიური მეთოდით 2005 წლიდან ეწევა. კომპანია რამდენიმე წელი გაჩერებული იყო, თუმცა მათ საქმიანობა 2016 წელს ისევ განაახლეს. მათ მიაჩნიათ, რომ ქიმიური გზით ოქროს მოპოვება ბუნებას მძიმე ეკოლოგიურ ზიანს აყენებს.

 

 

comments

ნოემბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 1 2

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended