პრეზიდენტობის რომელ კანდიდატებს იცნობენ, რა მოლოდინები აქვთ და მიდიან თუ არა არჩევნებზე ადგილობრივები

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_gamok-10.jpgპრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებისა და პროგრამების ზუგდიდელებს ნაკლებად სჯერათ, თუმცა ფავორიტი კანდიდატები ყავთ. როგორია წინასაარჩევნო განწყობა ზუგდიდში, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატებს იცნობენ, რა მოლოდინები აქვთ  და მიდიან თუ არა არჩევნებზე, ამ კითხვებზე პასუხი ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გამოკითხვისას მიიღო. ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, რადგან ვითარების შეცვლის იმედი არ აქვთ. სხვა ნაწილი ფიქრობს, რომ მისი მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში მნიშვნელოვანია. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში  25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

 

 

 

Нравится