"იცოცხლე და დაეხმარე სხვებს" - ღონისძიება ტუბერკულოზის პრევენციას მიეძღვნა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_dea30.jpg„იცოცხლე და დაეხმარე სხვას“ – ამ სახელწოდების ფერფორმანსი დღეს, 30 აგვისტოს ზუგდიდის კინოთეატრ „ატრიუმის“ წინ გაიმართა.

თეატრალური წარმოდგენა ასოციაცია „დეას“ ახალგაზრდულ კლუბს ეკუთვნის. პერფორმანსი ორგანიზატორები აცხდებენ, რომ აქცია მიმართული იყო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებაზე ტუბერკულიოზისა და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპების აღმოფრხვის პროცესში. ამასთან, კამპანიის ფარგლებში ტუბერკულოზის თემაზე ბროშურები დარიგდა.

„ტუბერკულოზი, როგორც ინფექციური დაავადება, საზოგადოების მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ჩვენ, „დეას“ ახალგაზრდულმა კლუბმა გადავწყვიტეთ ერთი დღე მიგვეძრვნა ამ პრობლემისათვის,“ – ამბობს ახალგაზრდული კლუბის ხელმძღვანელი თეო შეროზია.

მისვე განმარტებით, ტუბერკულოზის თემაზე, ასოციაცია „დეას“ ახალგაზრდული კლუბი, ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს.
კამპანია „იცოცხლე და დაეხმარე სხვას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდესენის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


Нравится