გადაიწევს თუ არა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო პერიოდი და არის თუ არა ცვლილებები პროექტში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_BOTA-03.jpgზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იშვიათი და უნიკალური ხე-მცენარეებით გამოირჩევა, დიდი ხანია დამთვალიერებელი არ შესულა. ბაღის სრულფასოვანი აღდგენისთვის 12 ,მილიონი ლარი იხარჯება, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.ლანდშაფტი, დენდროლოგია, არქეოლოგია და დაპროექტება, ეს ღირებულებები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს სხვებისგნ გამოარჩევს. ამ ეტაპზე ნაწილი სამუშაოების დასრულებულია, პროექტი პირვანდელ სახეს ინარჩუნებს და ცვლილება არ შესულა. როგორც გვითხრეს, არც ჩაბარების ვადები გადაიწევს. სამუშაოებს ბოტანიკურ ბაღში ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯავა“ ახორციელებს და ადგილზე სულ 120 ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. რაც შეეხება ადმინისტრაციას, სექტემბრის ბოლოს ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრიდან 19 თანამშრომელი გათავისუფლდა.მერიაში განმარტავენ, რომ მათი გათავისუფლება ხელშეკრულების დასრულების გამო მოხდა. ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე თანამშრომლების საჭიროება არ არის.ეს ის ინფორმაციებია, რაც ადგილზე მივიღეთ, რაც შეეხება სხვა დეტალებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით,  „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლა აგვისტოში დაიწყო“. უკავშირდება თუ არა ამ ფაქტს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება, ცენტრში არ ადასტურებენ.

 

 

Нравится