საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ახალგაზრდების ორგანიზებით ზუგდიდში სოლიდარობის აქცია გაიმართა

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_aqcc-01.jpgარასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული  სოლიდარობის აქცია ცენტრალურ ბულვარში  15:00 საათზე დაიწო. ახალგაზრდებმა, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები: „სისტემა უნდა დაინგრეს“, სოლიდარობა „ზაზა სარალიძეს“, „ხელს ნუ აფარებ მკვლელს“ მსვლელობა მოაწყვეს პროკურატურისკენ, ძირითადად დღევანდელ აქციაზე, ახალგაზრდები, სტუდენტები, მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  ისინი სკანდირებენ - „წადი! წადი, სისტემა უნდა დაინგრეს!“ძალაუფლება ჩვენშია, მოქალაქეებში და დავანახოთ იგი ხელისუფლებას!"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.ზუგდიდში, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას შაოსანი დედებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყვნენ შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2 სამმართველოს ყოფილი უფროსის ზვიად ლაგვილავას დედა, ასევე ბესიკ ჯგუშიას დედა, რომელიც ერთი წლის წინ სიგარეტების საწყობში აფეთქების შედეგად დაიღუპა და სხვა შაოსანი დედები, რომლებმაც მიმართეს აქციის მონაწილეებს. ისინი აცხადებენ, რომ ამ წუთას დგანან ზაზა სარალიძის გვერდით და ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და ხელისუფლების გადადგომას, რადგან მათი თქმით, ეს ხელისუფლება არ არის მოსული იმისთვის, რომ გაირკვეს სიმართლე და აღდგეს სამართლიანობა.ზაზა სალარიძის მხარდასაჭერ აქციაზე, რომლის ორგანიზატორები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები არიან, თენგიზ ჯგუშიას გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოყვა. პროკურატურასთან შეკრებილმა ახალგზარდებმა დააანონსეს, რომ ფეხით მსვლელობას გამართავდნენ და იუსტიციის სახლთან გააჟღერებდნენ თავიანთ მოთხოვნებს, სწორედ ამ დროს მიკროფონი მოითხოვა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, რასაც ახალგაზრდების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ეს არის აპოლიტიკური აქცია და მასში პოლიტიკოსების გამოსვლებს არ დაუჭერენ მხარს. ახალგაზრდებმა ამის შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს იუსტიციის სახლისკენ, სადაც კიდევ ერთხელ გააჟრერეს მოთხოვნები, გაუშვეს ფერადი კვამლი და სკანდირებდნენ- „სისტემა უნდა დაინგრეს“. “სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა აქაც მოითხოვა მიკროფონი, რასაც ისევ წინააღმდეგომა მოყვა. აქცია-მსვლელობა დაიშალა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ აქცია ხვალაც გაიმართება და დრო და ადგილი სოციალური ქსელის საშუალებით დაანონსდება.

comments

იანვარი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended