საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

წინასწარი მონაცემებით ცაიშში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.

Share

archv-013.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. ცაიშელებმა დღეს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი აირჩიეს .საარჩევნო ადმინისტრაციამ პირველად გამოიყენა  ხმის დათვლის ელექტრონული აპარატები.ცაიშში სულ 2 819 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.პირველმა ამომრჩეველმა ცაიშის 73-ე უბანზე ხმა დილის 9-ის 13 წუთზე მისცა. ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული  გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".არჩევნებს ცაიშში ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აკვირდებოდა. კენჭისყრის პროცესს 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი აკვირდება. 13 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტაცია გაიარა 15 მედიასაშუალების 255-მა წარმომადგენელმა.ცაიშის სამივე უბანზე სააგიტაციო ხასიათის მასალები განთავსდა. „ევროპულმა საქართველოს“ მიერ დამონტაჟებულ მონიტორზე, სადაც ხმის მიცემის ინსტრუქტაჟი იყო მოცემული ამამვე პარტიის კანდიდატის რიგითი ნომერი იყო გამოსახული.პარტიის წევრების ინფორმაციით, მათ ტელევიზორი ცეკოსთან შეთანხმებით დადგეს და ვიდეორგოლიც ცესკოსთან შეთანხმებით გადაიღეს.მოგვიანებით უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ სიმბოლიკები „41“ და „ქართული ოცნება“ უბნის შესასვლელთან განათავსა დროშებთან ერთად. არჩევნები საბოლოოდ მშვიდ ვითარებაშიი, ექსესების გარეშე წარიმართა, თუ არ ჩავთვლით მცირე ინციდენტებს და რამდენიმე საჩივარს, რომელიც საიამ და ‘სამართლიანმა არჩევნებმა“ დაწერეს. საიას საჩივარი  „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრების მიმართ დაიწერა,  საჩივრის მიხედვით, კომისიის წევრებმა  წილისყრის პროცესში არ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენად ჩატარდა.საიას წარმომადგენლებმა, რომლებიც ცაიშში შუალედურ არჩევნებს აკვირდებოდნენ,  სამივე უბანზე ერთნაირი საჩივარი დაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით უბნებზე სააგიტაციო მასალების განთავსება არ იკრძალება, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტიებს მსგავსი ტიპის ქმედებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდნენ.საარჩევნო უბნებთან დილიდანვე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები. უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით სამივე უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.

 

comments

დეკემბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended