საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

გარემოვაჭრეები ბაზრის გარეთა პერიმეტრზე რჩებიან და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_meraqci-01.jpgგარემოვაჭრეებმა აქცია ისევ განაახლეს. ისინი გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ.აქციის მონაწილეები დილიდან მერიასთან შეიკრიბნენ, ისინი ლაშა გოგიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.  შეთავაზებულ ფართზე გარემოვაჭრეები უარს ამბობენ, რადგან მათი თქმით, იქ გადასახდელი თანხა მათ არ გააჩნიათ, რადგან მცრებიუჯეტიანი საქონლით ვაჭრობენ.გარემოვაჭრეებმა მერიაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა, ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირებისას პოლიციასა და გარემოვაჭრეებს შორის შეტაკებისას აქციის მონაწილე ქალბატონი ხალხის მასამ მოიყოლა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.მერიიდან გარემოვაჭრეებმა გუბერნიისკენ გადაინაცვლეს.გარემოვაჭრეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური შეხვდა, რომელმაც „ნაციონალური მოზრაობის“ წევრთან ერთად გუბერნატორს აქციის მონაწილეების მოთხოვნა გააცნო. პაატა ლაგვილავას განცხადებით, დაიწყება მუშაობა სხვა სავაჭრო ფართების მოძიებაზე და შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, თუმცა გარევაჭრობა არ დაიშვება.ამ განცხადებამ გარემოვაჭრეების გაღიზიანება გამოიწვია, „გადადგეს გოგია“, სკანდირებდნენ ისინი   და განაცხადეს, , რომ დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილებს და განაგრძობენ მუშაობას.მას შემდეგ, რაც გუბერნატორის შეთავაზება მოისმინეს, გარემოვაჭრეები მერიისკენ დაიძვრნენ, თუმცა ქალაქის მერი მათ არც ამჯერად შეხვედრია, თუმცა მისი პოზიცია, გარევაჭრობის არდაშვებასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გარემოვაჭრეებმა ისევ ბაზრისკენ გადაინაცვლეს.ადგილზე მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია დახვდათ მობილეზებული, რასაც ხმაური მოყვა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ და მუშაობას გააგრძელებენ. ისინი ადგილზე რჩებიან, ზოგიერმა მათგანმა საქონელი გამოიტანა და ძირს დაყარა. გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით აქცია მოვაჭრეებმა გუშინაც გამართეს, მათი ნაწილი მუნიციპალიტეტის მერსაც შეხვდა, თუმცა შეხვედრიდან გამოსული მოვაჭრეები უკმაყოფილო იყვნენ ამ შეხვედრით და განაცხადეს, რომ აქციებს გააგრძელებდნენ.გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ღამეს აქ გაათენებენ და ხვალიდან იმუშავებენ. რაც შეეხება  ქალაქის მერს, ლაშა გოგიას დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

comments

დეკემბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended