ზუგდიდმა სამეჯლისო ცეკვების კონკურსს უმასპინძლა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_samejliso-cekvebi13.jpgზუგდიდის სპორტკომპლექსში ღია შიდა საკლუბო რეიტინგული ტურნირი,რომელშიც მონაწილეობა ზუგდიდელმა და ბათუმელმა მოცეკვავეებმა მიიღეს,ასევე ჩაერთნენ თბილისის წარმომადგენლებიც.როგორც საქართველოს სპორტ–ცეკვების ეროვნული ფედერაციის დირექტორი გიგი გაჩჩილაძე აცხადებს ფედერაციისთვის დღევანდელი კონკურსი პირველი ნაბიჟია,თუმცა სამომავლოდ საერთაშორისო კონკურსების დაგეგმვაზე საუბრობს.კონკურს მსაჯების რანგში ესწრებოდნენ ასევე ლევან ახვლედიანი და რეზიკო რობაქიძე,რომლებსაც მაყურებელი პროექტ :ცეკვავენ ვარსსკვლავებიდნ“ კარგად იცნობს.მათი თქმით კონკურსი მონაწილეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ტურნირი სამეჯლისო ევროპული და ქართული ცეკვების ასოციაციის ორგანიზებით შედგა,კონკურსში 100–მდე მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა.მათ სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომერი წარმოადგინეს.

ტურნირის ბოლოს ჟიურიმ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული წყვილები დაასახელა. მათ სიმბოლურ პრიზებთან ერთად დიპლომები და თასები გადაეცათ.


Нравится