ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვება "დრო" ყოველდღე 22:00 სთ–ზე გადის...
გადაცემა თეზისი ყოველ კვირას 22:00 საათზე
სპორტ ნიუსი ოდიშზე
ცოდნა წარმატებაა ოდიშზე
ტელეკომპანია „ოდიშის“ პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა „დიალოგი“, რომლის თემა იყო „კენკროვანი კულტურების საექსპორტო პოტენციალი საქართველოში „. სტუდიაში მოწვეული იყვნენ სოფლის მეურნეობის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ასევე ფერმერი. სტუმრებმა ისაუბრეს იმ ძირითად თემებზე, რაც კენკროვნების მოყვანა- გაშენებისთვისაა აუცილებელი, როგორიცაა კლიმატი, ნიადაგი და სხვა. გადაცემაში ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებსა და ამ მხრივ საქართველოში არსებულ პოტენციალს. გლობალ გეპის სტანდარტსა და სამაცივრე მეურნეობებს.საუბარი შეეხო იმ სახელმწიფო პროგრამებსაც, რომელიც კენკროვანი კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.ფერმერი გიორგი ნარმანია ამბობს, რომ ჯერჯერობით მის მეურნეობაში მოყვანილი კენკროვნების -ჟოლოსა და უეკლო მაყვლის რაოდენობა იმდენად დიდი არ არის, რომ ევროკავშირზე გაიტანოს, თუმცა მისი გაზრდის შემთხვევაში აუცილებლად დაინტერესდება. გადაცემის მსვლელობისას ფეისბუკიდან კითხვებიც შემოვიდა, რასაც სტუმრებმა უპასუხეს.
დისკუსია განხორციელდა ტელეკომპანია „ოდიშის“მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში . სატელევიზიო პროგრამის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
აპილი 2018 |