სოფელ ურთას მგლები შემოესია.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_mglebi24.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის მოსახლეობას მგლები შეესია. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ბოლო დროს მგლების შემოსევა სოფელში გახშირებულია, მასიურად განადგურებულია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა საქონელი, ადგილობრივთა თქმით მტაცებლები სოფლად მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ადგილობრივები ყვებიან რომ დასახმარებლად სოფლის რწმუნებულს მიმართეს. სოფლის რწმუნებულმა მონადირეთა კავშირს მიაწოდა ინფორმაცია. ამ დროისთვისაც მგლებზე სალიკვიდაციოდ სპეციალური ჯგუფია შექმნილი, თუმცა ურთელების თქმით მგლების სალიკვიდაციოდ საჭიროა უფრო სერიოზული ღონისძიებები, რადგან ერთი ჯგუფი დასახმარებლად არ კმარა.


 

Нравится