ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვება "დრო" ყოველდღე 22:00 სთ–ზე გადის...
გადაცემა თეზისი ყოველ კვირას 22:00 საათზე
სპორტ ნიუსი ოდიშზე
ცოდნა წარმატებაა ოდიშზე
ევროკავშირის შექმნის 67-ე წლისთავი დღეს ევროკავშირის ზუგდიდის საველე ოფისმა აღნიშნა. ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დილის 10 საათიდან დაიწყო, 1-ლი საჯარო სკოლის ეზოში პარალელურად სხვადახსვა ღონისძიება ერთდროულად მიმდინარეობდა და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიება ევროკავშირის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გახსნა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.მან ევროკავშირის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში ევროკავშირის მონიტორებთან ერთად აგილობრივებიც არიან ჩართული. ღონისძიებაში ადგილობრივმა მომღერლებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმაც მიიღეს მონაწილეობა, ასევე ჩატარდა ვიქტორინა, ჩატარდა ტურნირი ფრენბურთში, სადაც ერთმანეთს ევროკავშირის წარმოადგენლები და ადგილობრივები შეხვდნენ, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დილიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოიფინა.67 წლის წინ 1950 წლის 9 მაისს ,მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა პირველი ნაბიჟები გადადგა იმისკენ, რასაც დღეს ევროკავშირი ქვია.
აპილი 2018 |