,,ანა ფრანკი-აქტუალური ისტორია“ -ზუგდიდის თეატრი გამოფენას მასპინძლობს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_ana-franki23.jpgზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დღეს, 23 აგვისტოს, ფაშიზმის მსხვერპლი, 13 წლის ებრაელი გოგოს, განთქმული “ანა ფრანკის დღიურის” ავტორის სახლის ორ გამოფენის გახსნას მასპინძლობს.ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით გამართული ორი გამოფენა:  ,,წერა-კითხვა ანა ფრანკთან ერთად“ და ,,ანა ფრანკი-აქტუალური ისტორია“ მოზარდებისთვის მოეწყო და მისი მიზანია ახალგაზრდების გათვითცნობიერება ისეთ საკითხებში, როგორიცაა, ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება და დისკრიმინაცია.პროექტის ,,ანა ფრანკი-აქტუალური ისტორია“ კოორდინატორი საქართველოში მაკა ჩიჩუა აღნიშნავს, რომ „ანა ფრანკის დღიურის“ როლი მდგომარეობს იმაში, რომ მოზარდებმა იცოდნენ, ის რაც მოხდა მე-20-ე საუკუნეში ფაშიზმის სახით, არ განმეორდეს.საგანმანათლებლო პროექტი ,,ანა ფრანკი-აქტუალური ისტორია“ საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის ,,Don’t Worry, Be Healthy!”, ანა ფრანკის სახლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.გამოფენა ზუგდიდის დრამატულ თეატრში 30 აგვისტომდე გაგრძელდება და მსურველებს მისი დათვალიერება ყოველ დღე 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლებათ.

 

Нравится