ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვება "დრო" ყოველდღე 22:00 სთ–ზე გადის...
გადაცემა თეზისი ყოველ კვირას 22:00 საათზე
სპორტ ნიუსი ოდიშზე
ცოდნა წარმატებაა ოდიშზე
საოკუპაცია ხაზთან ახლოს დაკავებული მამა-შვილის, არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა დღეს ენგურის ხიდზე აქცია გამართეს. მათი განცხადებით, დაახლოებით ერთი კვირაა დაკავებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, არ იციან სად იმყოფებიან ისინი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში მათ არავი დაკავშირებია - არც გამოსასყიდი თანხის და არც რაიმე დოკუმენტის შესახებ. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი ხვალიდან პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და არ გამორიცხავენ აფხაზეთშიც გადავიდნენ. დაკავებულის ოჯახს ვერ ხელისუფლება ესმარება.
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული არჩიკო როგავას მეუღლის, ნანული ჭოჭუას განცხადებით, მამა-შვილი მრავალსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალები იყვნენ. მათ უკიდურეს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.
მამა-შვილი - არჩიკო და პაატა როგავები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრებლები არიან. ისინი 6 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან ახლოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა ე. წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, თუმცა დაკავებულის ოჯახში ირწმუნებიან, რომ მათ ე.წ საზღვარი არ დაურღვევიათ. რამდენიმე დღის წინ კი მათ ენგურის ხიდზე საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
აპილი 2018 |