საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული აიპ „ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის მიერ ქუჩების დასუფთავების პრობლემა მოუგვარებელია

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_nagavi04.jpgზუგდიდის რამდნიმე ქუჩის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი ადგილების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქუჩები ნაგავსაყრელად იქცა და მათი გაწმენდა არ ხდება. ადგილობრივთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ანტისანიტარიაში უწევთ ცხოვრება და სხვადასხვა დაავადების გავრცელების საშიშროება არსებობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ყველა იმ ქუჩაზე მივიდა, სადაც  მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ადგილზე მისულ ჯგუფს ასეთი სურათი დახვდა.მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საკუთარ ქუჩაზე სანაგვე ურნების არარსებობას უჩივის, მათი თქმით რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ იმისთის, რომ დაგროვილი ნაგავი ურნაში მოათავსონ, მოსახლეობის იმ ნაწილს კი ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ამის გაკეთება არ შეუძლია. მოსახლეობა შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის უწყებას თუმცა თხოვნას რეაგირება არ მოყოლია. თეთრი გიორგის, გორის,პარიზის, ლენინგრადის ქუჩების, ასევე კომბინატის 1 უბნისა და ფაიფურის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ტერიტორიის ნაგვისგან გაწმენდას ითხოვენ, მათი თქმით საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკოლოგიური საფრთხის პირობებში კიდევ დამატებიითი პრობლემები შეექმნებათ.ჩვენი გადამღები ჯგუფი მოსახლეობის ნაწილს ქალაქის ცენტრშიც გაესაუბრა, მათი თქმით ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს და ნაგვის გატანა რიგ შემთხევევბში დროულად არ ხდება.აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული აიპ „ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორს ნუგზარ მალაშხიას მივმართეთ. მისი თქმით, ზემოაღნიშნულ ქუჩებში ძირითადად სამშენებლო ნაგავია დაყრილი, თუმცა კადრებში ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ ქუჩებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებია მიმოფანტული. ნუგზარ მალაშხია „ოდიშის“ მიერ დასმულ შეკითხვებზე თავის გამართლებას შეეცადა, თუმცა რეალობა რეალობად რჩება. მალაშხია ასევე აცხადებს, რომ ნაგვისთვის ქალაქში არასაკმარისი რაოდენობის ურნებია და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობა მიიჩნევს,რომ ნაგვის ურნების არსებობის პირობებშიც კი ნაგვის გატანა ტერიტორიიდან დროულად არ ხდება. ტელეკომპანია „ოდიში“ შეგახსენებთ რომ მსგავს პრობლემებზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს და ისე როგორც ამ შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია სხვა პრობლემებზეც მოგვმართოს.


comments

ნოემბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 1 2

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended