პრეზიდენტის რეზიდენციასთან წუხელ აქცია გაიმართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_kaxa-miqaia23.jpgგუშინ ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ წევრებმა მორიგი აქცია გამართეს, მათ მიხეილ სააკაშვილის სამგრელოში ვიზიტი გააპროტესტეს. როგორც „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ განაცხადა, მათ მობილური ჯგუფის საშუალებით შეიტყვეს პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ და ანაკლიაში, ერთ-ერთ სასტუმროსთან დახვდნენ. მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო დატოვა და რეზიდენციაში გადაინაცვლა. საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენცია დღეს დილით დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა პრეზიდენტი შეძახილებით გააცილეს და ესკორტს დაედევნენ. საპატრულო პოლიციის მხრიდან გზის გადაკეტვის შემდეგ, აქციის მონაწილეები ზუგდიდში დაბრუნდნენ. როგორც „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ განაცხადა, ორგანიზაციის წევრები მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოს რეგიონში ჩასვლას ყველა ჯერზე გააპროტესტებენ და მას გადაადგილების თავისუფალ საშუალებას არ მისცემენ.


 

 

Нравится