ღურწკაიას გიმნაზია ახალ სასწავლო წელს უამრავი სიახლით ხვდება.

ჯიჯი GG

ზუგდიდში, კომპანია  „რეზონანსი–საქართველოს“ მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაუქმებული ყოფილი მეშვიდე საშუალო სკოლის ბაზაზე ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია (GG) დაფუძნდა. დამფუძნებელმა და ინვესტორმა ბატონმა ჯიმშერ ღურწკაიამ ჯიჯის მიზნად დაუსახეს გახდეს უმაღლესი ხარისხის სასკოლო განათლების ერთ-ერთი წამყვანი კერა საქართველოში.გიმნაზია ქმნის უსაფრთხო, ჯანსაღ და კეთილგანწყობილ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც თითოეულს აქვს ფართო არჩევანი და შესაძლებლობა ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი განვითარების პოტენციალის წარმოსაჩენად და გლობალურ კონკურენტულ გარემოში წარმატების მისაღწევად. GG-ს წარმატების მთავარი საწინდარი კვალიფიციური და მოტივირებული პედაგოგებია, რომლებიც  რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის გზით შეირჩა.გიმნაზიაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად   გაღრმავებულად კემბრიჯის პროგრამით ისწავლება ინგლისური ენა, დამატებით  რუსული ენა, დრამა, ქართული ცეკვა, ჭადრაკი, სოციალური და ფინანსური განათლება.  ულტრათანამედროვედ აღჭურვილი კლასები, კაბინეტ–ლაბორატორიები და ინტერაქტიული მეთოდები ზრდის მოსწავლეთა  ჩართულობასა და მათ აკადემიურ მოსწრებას. საკუთარი მისიის განხორციელებას და მისწრაფებას იყოს უმაღლესი ხარისხის სასკოლო განათლების ლიდერი GG უზრუნველყოფს თანამედროვეობის შესაბამისი რესურსებით.  გიმნაზიას გააჩნია სტანდარტის შესაბამისი კვების ბლოკი და სპორტული დარბაზი,  საინფორმაციო ცენტრი-ბიბლიოთეკა და  ტელებარი  მშობელებისათვის. ყველა მოსწავლე უფასოდ ისარგებლებს სახელმძღვანელოებით, თითოეულ პირველკლასელს გადაეცემა  პორტატული კომპიუტერი. მოსწავლეებს აქვთ  სასკოლო ფორმის ფართო არჩევანი. ჯიჯი მესამე პროექტია  კომპანიისთვის რეზონანსი საქართველო.  ამ პროექტებისათვის კომპანია  და ინვესტორი  2013 წელს მსოფლიო მასშტაბით გამოირჩა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გავრცელებაში მიღწეული წარმატებებისათვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.


Нравится