დღეს ზუგდიდში „ცოტნეობა 2013“ აღინიშნა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_cotneoba12.jpgზუგდიდში "ცოტნეობასთან" დაკავშირებით დღეს სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, ცოტნე დადიანის დარბაზის ორგანიზებით დღევანდელი დღე უკვე მესამე წელია ტრადიციულად აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდს საპატიო სტუმრები ეწვივნენ და ცოტნე დადიანის დარბაზთაბნ ერთად ქალაქში მსვლელობა მოეწყო. ღონისძიებები დილიდან დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება - კონცერტი შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში: კონცერტში ასევე მონბაწილეობენ ადგილობრივბი ანსამბლები "ოდოია", "ჩელა", "ცისკარი"ტარიელ ხარხელაური, გუჯა ბურდული, გელა დაიაური, თამუნა ალადაშვილი, ანი მალაზონია, ომარ ქუცნაშვილი, გიორგი ფარეშიშვილი, ერეკლე საღლიანი და სხვა საპატიო სტუმრები სპეციალურად "ცოტნეობასთან" დაკავშირებით ეწვევიან ზუგდიდს. დაგეგმილი ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდა. ტარიელ ხარხელაურს ცოტნე დადიანის დარბაზის უაღლესი ჯილდო ცოტნე დადიანის პირველი ხარისხის ოქროს ორდენი გადაეცა ,ორდენი ასევე გადაეცა სიკვდილის შემდეგ თეონა ქუმსიაშვილს.


Нравится