კვლავ პროტესტით დახვდნენ ქვეყნის პირველ პირს ანაკლიაში „დაიცავი საქართველოსა“ და „ქალები მშვიდობისათვის“ ლიდერები.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_miqaia-02.JPGანაკლიაში პრეზიდენტის ვიზიტი დღეს კვლავ ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ აქტივისტებმა კახა მიქაიამ,“ქალები მშვიდობისთვის” ხელმძღვანელმა ლალი ანთიამ და რამდენიმე თანამოაზრემ გააპროტესტა. ორგანიზაციის წევრებმა რომელბიც პრეზიდენტის დასახვედრად ანაკლიაში დღეს დილიდან იმყოფებოდნენ, გზის გადაკეტვა და შემდეგ იმ ადგილთან მიახლოება სცადეს, სადაც პრეზიდენტის ვერტმფრენი უნდა დაშვებულიყო. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოძრაობის შეფერხების შესაძლებლობა არ მისცეს. პარალელურად, მიმდინარეობდა ადგილობრივი მცხოვრებლების აქციაც, რომლის მონაწილეებიც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ორივე მხარის დაპირისპირების ფონზე გამოჩნდა ვერტმფრენი რომლითაც ქვეყნის პირველი პირი ანაკლიაში ჩამოვიდა . მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში რამდენიმე წუთი დაყო, მან იქაურობა ჟურნალისტებთან საუბრის და ხალხთან შეხვედრის შემდეგ დატოვა. სააკაშვილის განცხადებით ქვეყანაში შევარდნაძის ეპოქა დაბრუნდა. მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სამეგრელოში, კონკრეტულად ანაკლიაში ადგილობრივებმა  შეაფასეს.  ანაკლიელებისგან განსხვავებული აზრი აქვს ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ლიდერს კახა მიქაიას, რომელმაც ქყვეყნის პირველ პირს სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავები შეახსენა. პრეზიდენტი დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველა საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა. 

 

Нравится