სოხუმის დაცემის დღე ენგურის ხიდზე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის წარმომადგენლებმა ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_enguris-xidi27.JPGაფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და ლტოლვილთა და განსახლების სამმართველოს წარმომადგენლებმა აფხაზეთის დროებით საზღვართან, ენგურის ხდითან სამშვიდობო აქცია გამართეს. სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვილი იმიტირებული აქცია რუხის ციხესთან გაგრძელდა, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები 27 სექტემბერს დაღუპულთა სხოვნსის უკვდავსაყოფად გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის რეგიონული განვითარების მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი ტრაგიკული დღეა მთელი ერისთვის.
ომმა აფხაზეთში 15 ათასამდე ქართველი იმსხვერპლა, 300 ათასი ადამიანი დევნილად იქცა. სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზეთის ოკუპანტური რეჟიმის წარმომადგენლებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. სოხუმის შემდეგ 29 სექტემბერს უკვე ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალიც დაეცა და შედეგად, აფხაზეთი მთლიანად ოკუპანტების ხელში გადავიდა. 27 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნსის უკვდავსაყოფად გამართულ ღონისძიებაში, აფხაზეთის თითქმის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ


Нравится