აფხაზეთის თემაზე დღეს საჯარო ლექცია ჩატარდა შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_mesxias-uni27.JPGდღეს შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექცია გაიმართა სადაც ლექტორებმა სტუდენტებს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ახალგაზრდები 20 წლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ მეტად ინფორმირებულები გახადეს.  საჯარო ლექცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა საქართველოსათვის“ ორგანიზებით შედგა და მსმენელებად ახალგაზრდებით დაკომპლექტდა  27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველოს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის 13 თვისა და 13 დღიანი ბრძოლის შმდეგ სოხუმის დაცემით დასრულდა . ომმა აფხაზეთში 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.


 

 

Нравится