ენგურის ხიდზე მშვიდობიან აქციას სახელწოდებით „რუსეთი კლავს“ სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ორგანიზატორობდნენ.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_gubernia-xidze27.JPG„რუსეთი კლავს“, „ არა ოკუპაციას“ ამ ტრანსფარანტებით ენგურის ხიდზე სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატიფო ჯგუფის წარმომადგენლებმა, მოძრაობა “თავისუფალ ზონასთან” ერთად დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის 20 წლისთვათან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია გამართეს. აქციას მოგვიანებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია შეუერთდნენ. გუნავას განცხადებით, საქართველო აუცილებლად გაერთიანედება და ამას ქართველი ხალხი შეძლებს. როგორც ლაშა დამენიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, “რუსეთთან ენის მოჩლექვით საუბარი დღეს არის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის შეურაცყხოფა”. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად მტრედები გაუშვეს და აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე “რუსეთი კლავს” დააწერეს.


Нравится