მიუნხენის თეატრის მსახიობებმა შალვა დადიანის სახ. დრამატულ თეატრში სპექტაკლი წარმოადგინეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_teatri26.jpgშალვა დადიანის დრამატული თეატრის სცენა გერმანელმა მსახიობებმა რამდენიმე სპექტაკლით დაიპყრეს და სავსე დარბაზის ოვაციები გამოჩნისთანავე დაიმსახურეს. მიუნხენის გალლის თეატრის მსახიობებმა ზუგდიდიელი მოსწავლეებისთვის სახალისო თეატრალური წამოდგენები დადგეს, მათ შორის ინტერაქტიული წითელქუდა სადაც დარბაზში მსხდომმა მოზარდბმაც მიიღეს მონაწილება.გერმანელების ზუგდიდში სტუმრობა გალლის თეატრის საქართველოში ტურნეს უკავშირდება, ტურნეს ფარგლებში დასი ქართულ–გერმანული სახლის მხარდაწერით ზუგდიდშიცჩამოვიდა, უცხოელები აცხადებენ, რომ ქალაქში თბილი და მეგობრული დახვედრა მოუწყვეს.თეატრალური წარმოდგენები ერთი საათი გაგრძელდა და დარბაზის მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.


Нравится