„ახალგაზრდული არჩევანი 2013“ -ის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა ჩატარდა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_mesxia26.jpgევროკავკასიური ასოციაციის ხელმძღვანელი დღეს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტტს სტუმრობდა, ემზარ ფაჟავამ სტუდენტებთნ საჯარო შეხვედრა ჩაატარა, და 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან  დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, შეხვედრა პროექტის „ახალგაზრდული არჩევანი 2013„ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აფინანსებს. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტუდენტები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მათთვის დღემდე უცნობი და საინტერესო საკითხებიც განიხილა, ახალგაზრებს მიაჩნიათ რომ ამ საკითხებზე მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა,შეხვედრის ფარგლებშივე ჩატარდა ბლიც–კონკურსები.


Нравится