საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბი ზუგდიდში ოფიციალურად გაისხნა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_ocnebis-shtabi26.jpgზუგდიდში დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა. შტაბის გახსნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაქარია ქუცნაშვილი, ეკა ბესელია, ელისო ჩაფიძე, ირაკლი ჩიქოვანი, და გიორგი ბუკია ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანლად ზურაბ ჩიქავა წარადგინა, ხოლო მის მოადგილედ გოგიტა მამფორია დაინიშნა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა შეკრებილ მხარდამჭერებს მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნეს. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის გახსნა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იგეგმება.


Нравится