ვახუშტი ფარცვანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის განცხადებას გამოეხმაურა თხილის ფასის რეგულაციასთან დაკავშირებით.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_vaxushti-farcvania25.jpg„სახალხო მოძრაობის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ერთ–ერთმა ლიდერმა ვახუშტი ფარცვანიამ საპრეზიდენტო კანდიდატ ნესტან კირთაძის შტაბის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და მის ნაცვლად პედაგოგი გელა ბარამია წარადგინა. თუმცა ვახუშტი ფარცვანიას განცხადებით, ის არ ტოვებს სახალხო მოძრაობას და მისი თქმით მუდმივად იქნება ხალხის სამსახურში. საარჩევნო შტაბის ახალი ხელმძღვანელი გელა ბარამია მედიასთან საუბარში აცხადებს რომ იგი კოორდინირებას გაუწევს რეგიონში ორგანიზაციულ საკითხებს, შექმნის საარჩევნო უბნებს და ახალგაზრდულ ფრთას დააკომპლექტებს.ვახუშტი ფარცვანია დღეს თხილის ფასების ხელოვნურად დაწევასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას განცხადებასაც გამოეხმაურა.ვახუშტი ფარცვანიას სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა უპასუხა. „სახალხო მოძრაობის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ლიდერის განცხადებით, შტაბის ხელმძღვანელთან ერთად მედიასთან შეხედრები მუდმივად დაიგეგმება და საზოგადოება სახალხო მოძრაობის საქმიანობის შესახებ ინფორმირებული გახდება.


Нравится