გალში ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის საკითხს შს მინისტრი გამოეხმაურა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_nona-ubilava25.jpgზუგდიდში მოქმედი არსამათვარობო ორგანიზაციის წარმომადგენელების გუშინდელ მიმართვას შინაგან საქმეთა სამინისტო მალევე გამოეხმაურა, გალში ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის საკითხზე ოფიციალური განცხადება სამინისტრო ოფიციალურ ვებ–გვერდზე დაიდო. „ამ ფორმატის შეხვედრები 2012 წლის აპრილში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ანჯეი ტიშკევიჩის ე.წ. „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ ჩაიშალა. ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით შსს აქტიურად თანამშრომლობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან და იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალი ხელმძღვანელის, ბატონ ტოივო კლაარის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლების დახმარებით უმალვე მოხდება გალის რაიონში ზემოთ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზება“, - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ა.ო დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის წარმომადგენელი ნონა უბილავა აცხადებს, რომ ფაქტს რეაგირება დაუყოვნებლივ მოყვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მისი თქმით აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს მორალური თნადგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.შეგახსენებთ, რომ 18 არასამთავრობო ორგანიზაცია გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თხოვნით მიმართა. ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ  გალის ხუთმხრივი შეხვედრები უნდა აღდგეს.მათი თქმით, გალის რაიონში ე.წ. აფხაზური პასპორტების ამოღების პროცესი იწყება, იქ მცხოვრებ ადგილობრივებს მეტი პრობლემა შეექმნებათ.


Нравится