ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის მდგომარეობა საგანგაშოა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_advokatura25.jpgადვოკატმა თანდილა ჯოლოგუამ დღეს პრეს–კონფერენცია გამართა, მისი განცხადებით ქსნის N15 საპყრობილეში მსჯავრდებულ ვეფხვია უბილავას სიცოცხლე საფრთხეშია. ჯოლოგუას თქმით, მსჯავრდებული აივ-ინფექციითაა დაავადებული და მან პროტესტის ნიშნად მედიკამენტების მიღება შეწყვიტა. მისივე განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვეფხვია უბილავა უდანაშაულოა და საქმის თავიდან გადახედვას ითხოვს. ჯოლოგუა ამბობს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მთავარ პროკურატურას რამდენჯერმე მიეწოდა, საქმის კურსშია ასევე სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და ეკა ბესელია. მსჯავრდებულის და ლელა უბილავა ამბობს, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი ასვე, მისი ძმის  საქმის მასალების თავიდან გადახედვას ითხოვს.როგორც, ადვოკატი აცხადებს ვეფხვია უბილავა ქალაქ ფოთში 2012 წელს დააკავეს. სასამართოლომ უბილავას 4 წლით თავიუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


Нравится