პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისასვლელი გზა ერთი საათით გადაიკეტა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_gzis-gadaketva08.jpgზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისასვლელი გზა ერთი საათით გადაიკეტა. ქუჩის მთელ პერიმეტრზე კი სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.

რეზიდეციასთან პოლიციელების გარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის ლალი ანთია, ასევე „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია და რიგითი მოქალაქეები, დაახლოებით 15 –20 მოქალაქე.

მათი მობილიზაციის მიზეზი ის იყო, რომ ისინი ეჭვობდნენ, რომ ზუგდიდში ჩამოსვლას და პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლას აპირებდა მიხეილ სააკაშვილი. აქცია დაახლებით ერთ სათში მას შემდეგ დაიშალა, რაც ცნობილი გახდა რომ სააკაშვილი ზუგდიდში ჩამოსვლას არ აპირებდა.


Нравится