ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვება "დრო" ყოველდღე 22:00 სთ–ზე გადის...
გადაცემა თეზისი ყოველ კვირას 22:00 საათზე
სპორტ ნიუსი ოდიშზე
ცოდნა წარმატებაა ოდიშზე
ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისასვლელი გზა ერთი საათით გადაიკეტა. ქუჩის მთელ პერიმეტრზე კი სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
რეზიდეციასთან პოლიციელების გარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის ლალი ანთია, ასევე „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია და რიგითი მოქალაქეები, დაახლოებით 15 –20 მოქალაქე.
მათი მობილიზაციის მიზეზი ის იყო, რომ ისინი ეჭვობდნენ, რომ ზუგდიდში ჩამოსვლას და პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლას აპირებდა მიხეილ სააკაშვილი. აქცია დაახლებით ერთ სათში მას შემდეგ დაიშალა, რაც ცნობილი გახდა რომ სააკაშვილი ზუგდიდში ჩამოსვლას არ აპირებდა.