საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

ყიდვა-გაყიდვა: • | •იყიდება სალ-კარი. ტელ: 599 54 02 86. • | •იყიდება სახლ-კარი კობახიძის ქ. ფასი 23 000. ტელ: 597 17 73 23. • | •სასწრაფოდ იყიდება კაპიტალური 2-სართულიანი სახლი შეყვანილი გაზით,ჭით,დიდი ეზოთი,თხილნარით და ხეხილით კომბინატის პირველ უბანში.ფასი შეთანხმებით. ტელ: 595 516 675. • | •ქირავდება 3-ოთახიანი ბინა გამსახურდიას ქ.#24. ტელ: 557 76 01 06. • | •ქირავდება კეთილმოწყობილი სახლი ტელ: 555 405 223. • | •ვიქირავებ სახლს დიასახლისის გარეშე. ტელ: 595 59 50 50. • | •ქირავდება ბინა ქალაქის ცენტრში საოფისედ, მერიის გვერდით ტელ:551 50 16 51. • | •გირავდება ავტო-სამრეცხაო. ტელ: 568 60 59 16. • | •იყიდება წისქვილი და უაზის მისაბმელი ტელ: 597 03 43 16. • | •იყიდება მერსედეს ე კლასი ,,320'' დიზელი 2001 წლის.ტელ : 595 05 27 14. სხვა და სხვა : • | •ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გთხოვთ დარეკოთ: ჯეოსელი, მაგთი და ბილაინიდან 0901 105 104 ღმერთმა დაგლოცოთ! • | •თუ გსურთ თქვენი პატარა გახდეს ტელე-წამყვანი დაგვიკავშირდით ფერადი ამბების ფეისბუქ გვერდზე ან დარეკეთ ტელ: 599 19 18 09. • | •გვესაჭიროება მუშა ხელი. ტელ: 597 10 07 07. • | •გვესაჭიროება პრისეილერი. ტელ: 555 17 56 12. • | •გვესაჭიროება ძიძა. ტელ: 592 06 97 80.
You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

„ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერი ზუგდიდში ხმაურის ფონზე წარიმართა.

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_aqcia-zugdidshi20.jpg„ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერიზაციას ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები  „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატებს ცოცხებით, თოხებით, ბარებით და წყლით სავსე ბოთლებით დახვდნენ. აქციის მონაწილეები – „წადით, წადითს“ სკანდირებდნენ, რაც ფიზიკურშიდაპირისპირებაში  გადაიზარდა, რა  დროსაც პირველი არხის სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტი ნატო ბერულავა დაზიანდა, მას შუბლში წლით სავსე ბოთლი ესროლეს. შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიცია. პრაიმერში მოაწილეებისთვის სამართალდამცავებს სპეციალური კორიდორი ქონდათ გაკეთებული, თუმცა შეკრებილები მათ შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც “ოკუპირებული ჰქონდა მთელი სამეგრელო, ზუგდიდში არაფერი ესაქმება”. აქციის მონაწილეები რომლებიც თეატრის ირგვლივ იყვნენ შეკრებილნი  შენობაში  შეღწევას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალებას მათ სამართალდამცავები უშლიდნენ და კანონის დაცვას ითხოვდნენ .„ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერი გიორგი ვაშაძემ გახსნა, რომელმაც მომხდარი ფაქტი დაგმო და მას სამარცხვინო უწოდა.
ზუგდიდის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის“ პრამიერის კენჭისყრის პროცედურა 3საათზე დაიწყო და კენჭისყრის შედეგები დაახლოებით 6 საათზე გახდა ცნობილი. პრაიმერში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატებმა დელეგატებთან შეხვედრისას რეგიონის განვითარებაზე, უსაფრთხოებაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს. 

თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პრაიმერის დაწყებამდე განაცხადა,რომ აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ზუგდიდის გამგებლის ორგანიზებით სპეციალური სამარშუტო ტაქსებით მოიყვანეს. მისი თქმით, საინტერესოა აცნობიერებს თუ არა ხელისუფლება მსგავს ქმედებას და ასეთ პირობებში რამდენად წარმოუდგენიათ სამაგლითო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რასაც დასავლეთს პირდება ხელსიუფლება.მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობამ საკუთარი აზრი გამოთქვა და სამეგრელოში სხვა დახვედრაზე, მეგრელების ჩვეულ კულტურაზე ისაუბრა.პრაიმერში სულ 245 - მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე გიორგი ბარამიძე, მესამეზე - შოთა მალაშხია, ხოლო მეოთხეზე ზურაბ ჯაფარიძე გავიდა. გამარჯვებულ კანდიდატად კი დავით ბაქრაძე გამოცხადდა.პრაიმერში გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს დავით ბაქრაძეს  დარბაზმა აპლოდისმენტებით მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა.არც პრაიმერის დასრულებას ჩაუვლია ხმაურის გარეშე, აქტივისტები რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლების თეატრიდან გამოსვლას ელოდებოდნენ ამჯერად არა წყლის ბოთლებით,თუმცა სიტყვიერი შეურაცყოფით ცდილობდნენ  პრაიმერში მონაწილე კანდიდატების გაცილებას. სწორედ ამ ინციდენტის დროს  სამართალდამცავებმა 10–მდე აქტივისტი დააკავეს.   აქტივისტების დაკავება, დავით ბაქრაძესთან შელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც პოლიციელმა ერთ–ერთ აქტივისტს წყლით სავსე ბოთლი წაართვა, ამ უკანასკნელმა კი სამართალდამცავს წინააღმდეგობა გაუწია.რის შემდეგ პოლიციამ  აქტივისტები  დააკავა.


comments

აგვისტო 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended