არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ქალები მშვიდობისათვის“, „დაიცავი საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ზუგდიდსა და ანაკლიაში საპროტესტო აქციები გამართეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_lali-antia01.jpgარასამთავრობო ორგანიზაციებმა „დაიცავი საქართველოსა“ და „ქალები მშვიდობისთვის“  წარმომადგენლებმა  ქალაქში საპროტესტო აქცია გამართეს, მათი განცხადებით პრეზიდენტი დღეს სამეგრელოში იმყოფებოდა და სწორედ ეს ვიზიტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ზუგდიდიდან ანაკლიაში გადაინაცვლეს და  სასტუმროების მისასვლელი გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქტივისტები  ამჯერადაც პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ რომ ბოლო დროს გავრცელებული კადრებზე პასუხისმგებლობა სწორედ პრეზიდენტმა უნდა აიღოს.თავსი მხრივ ანაკლიელები, აქციას და ხმაურს პროტესტით გამოეხმაურნენ და მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათ თავიანთ ქალაქში უნდათ სიწყნარე. ადგილობრივების განცხადებით, ანაკლია გასულ წლებთან შედარებით უმოქმედო და  მიძინებულია, რაც შეეხება პრეზიდენტის ჩამოსვალს, მათ განმარტეს, რომ ანკლიაში მიხეილ სააკაშვილს  სიხარულით დახვდებიან. აქცია, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამართალდამცავთა ჯგუფი.

 


 

Нравится