ა.ო. „სამოქალაქო მოძრაობის დარბაზმა“ დღეს წყლის მილების ამოღების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ შეხვედრა გამართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_tengiz-jgushia-09.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის მილების ამოღების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ  ორგანიზაციამ „სამოქალაქო მოძრაობის დარბაზი - სამეგრელოს ხმა“ კიდევ ერთი შეხვედრა გამართა, ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა დაზარალებულ  მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა,ორგანიზაციაში აცხადებენ რომ საქმის გამოძიებისას ბევრი ისეთი ფაქტობრივი გარემოება გამოკვეთა რაც საქმის ტენდენციურად წარმოებასთან დაკავშირებით რეალურ ეჭვს ბადებს.ორგანიზაცია  საქმის გადაკვალიფიცირებას და დანაშაულის გამოძიების ადექვატური მუხლებით წარმართვას ითხოვს.

 დაზარალებული სოფლების მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ თვეების მანძილზე მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა და დღემდე სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ადგ. მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია იმედოვენბს რომ წყლის მილების ამოღების საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართება და  უახლოეს მომავალში დასრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუშიას შეფასებით, ეს ახალი ხელისუფლების და სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის სრული კრახი იქნება.მისივე თქმით იგი ბოლომდე იბრძოლებს მოსახლეობის დასაცავად და მათი პრობლემის მოგვარებისთის.

ჯგუშიას განცხადებით  დღევანდელ შეხვედრაზე მოწვეული 34 მოქმედიდი ადვოკატიდან მხოლოდ სამი მოვიდა, ჯგუშიას შეფასებით შიშის ფაქტორი იმდენად დიდია,რომ საზოგადოება უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღებას თავს არიდებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდების საპასუხოდ აცხადებს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისთვის ალტერნატიული გზების ძიება ხდება.

 ა.ო სამეგრელოს ხმა მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარების პროცესს პირადად გაუწევენ მონიტორინგს. შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - რიყე, რუხი, ტყაია, დარჩელის, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურის მოსახლეობამ სასამელი წყლის მოთხოვნით მაისში საპროტესტო აქციები გამართა. ადგილობრივების თქმით, წყლის მიწოდება შეწყდა დეკემბერში - მას შემდეგ, რაც დაუდგენელმა პირებმა მილები ამოიღეს.


Нравится