„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის კუთხით არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_saertashoriso-gamchirvaloba05.jpg„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ სამეგრელოს-ზემო სვანეთის მუნიციპალურ ერთეულებს მოუწოდებს პრემიის გაცემის არსებული სისტემა შეცვალონ. ორგანიზაცია საკრებულოებს რეკომენდაციას აძლევს მიიღონ დადგენილება რომელიც პრემიის ოდენობას და გაცემის კრიტერიუმს განსაზღვრავს. „გამჭირვალობის“ კვლევის შედეგად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეგიონის მუნიციპალიტეტებში 800 ათას ლარამდე პრემია გაიცა. პრემია უმეტეს შემთხვევაში ყველა თანამშრომელზე გაიცემა და ის ხელფასს გათანაბრებულია. ორგანიზაცია კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს, მის დარეგულირებამდე კი საკრებულოებს დადგენილების მიღებისკენ მოუწოდებს.

დისკუსიის მსვლელობის დროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ნანი მიქენაია „გამჭვირვალობის“ წარმოამდგენლების პოზიციას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამ პრაქტიკის დამკვიდრებას ხელი დაბალმა ხელფასებამ შეუწყო. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხელფასები და სახელფასო დანამატები კანონით გათვალისწინებულ ნორმას არ აჭარმებს. ზუგიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია  კი აცხადებს, რომ გამჭვირვალობის რეკომენდაციებს გამგეობა აუცილებლად გაითვალისწინებს და აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომასდგენლების ორგანიზებით დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში,  საჯარო მოხელეებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაკტიკაზე გამართულ საჯარო დისკუსიას როგორც სამთვარობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ


 

Нравится