საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

ყიდვა-გაყიდვა: • | •იყიდება სალ-კარი. ტელ: 599 54 02 86. • | •იყიდება სახლ-კარი კობახიძის ქ. ფასი 23 000. ტელ: 597 17 73 23. • | •სასწრაფოდ იყიდება კაპიტალური 2-სართულიანი სახლი შეყვანილი გაზით,ჭით,დიდი ეზოთი,თხილნარით და ხეხილით კომბინატის პირველ უბანში.ფასი შეთანხმებით. ტელ: 595 516 675. • | •ქირავდება 3-ოთახიანი ბინა გამსახურდიას ქ.#24. ტელ: 557 76 01 06. • | •ქირავდება კეთილმოწყობილი სახლი ტელ: 555 405 223. • | •ვიქირავებ სახლს დიასახლისის გარეშე. ტელ: 595 59 50 50. • | •ქირავდება ბინა ქალაქის ცენტრში საოფისედ, მერიის გვერდით ტელ:551 50 16 51. • | •გირავდება ავტო-სამრეცხაო. ტელ: 568 60 59 16. • | •იყიდება წისქვილი და უაზის მისაბმელი ტელ: 597 03 43 16. • | •იყიდება მერსედეს ე კლასი ,,320'' დიზელი 2001 წლის.ტელ : 595 05 27 14. სხვა და სხვა : • | •ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გთხოვთ დარეკოთ: ჯეოსელი, მაგთი და ბილაინიდან 0901 105 104 ღმერთმა დაგლოცოთ! • | •თუ გსურთ თქვენი პატარა გახდეს ტელე-წამყვანი დაგვიკავშირდით ფერადი ამბების ფეისბუქ გვერდზე ან დარეკეთ ტელ: 599 19 18 09. • | •გვესაჭიროება მუშა ხელი. ტელ: 597 10 07 07. • | •გვესაჭიროება პრისეილერი. ტელ: 555 17 56 12. • | •გვესაჭიროება ძიძა. ტელ: 592 06 97 80.
You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

თენგიზ ჯგუშია - „მთავრობა მოსახლეობის პრობლემებზე ინფორმირებული არ არის“

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_narmania-gamgeobashi.jpgგაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სამეგრელოში ადმინისტრაციულ სასაზღვრე ზოლთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებს მიეძღვნა.

შეხვედრაზე, რომელსაც   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი დავით ნარმანია ესწრებოდა, მცირე ინციდენტი მოხდა.  მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა  თენგიზ ჯგუშიამ  მინისტრს წყლის მილების პრობლემაზე ინფორმაცია მიაწოდა და ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ სასმელი წყლის მილები კორუფციულ გეგმაში მონაწილე კონკრეტულმა ადამიანებმა გაყიდეს და დღეს ფაქტიურად მოსახლეობა უწყლოდ არის დარჩენილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი   დავით  ნარმანია,  ჟურნალისტებთან საუბარში  აცხადებს რომ მილების საკითხთან დაკავშირებით ის ინფორმირებული არ იყო და მხოლოდ თენგიზ ჯგუშიას მიერ წმოჭრილი საკითხის შემდეგ მიიღო არასრული ინფორმაცია ზმგ მოვალეობის შემსრულებლისგან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის მილების ამოღების ფაქტზე „სამეგრელოს ხმამ“ არაერთი შეხვედრა გამართა და  ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდა. ერთ–ერთი ასეთი შეხვედრის შემდეგ ზმგ მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ გიორგი თოდუამ  განაცხადა რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისთვის ალტერნატიული გზების ძიება ხდება.ეს ინტერვიუ გიორგი თოდუამ „ოდიშს“ 9 ივლისს მისცა, ამ ინტერვიუდან  ერთი თვის თავზე გიორგი თოდუა ამბობს, რომ საქმის კურსშია არა მარტო ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ მთელი საქართველო და საქმეც ძიებაშია, რაც შეეხება სამუშაოებს, პირველ ეტაპზე ჭაბურღილების რწაბილიტაციის პროცესი დაწყებულია და სასმელი წყლის მიწოდებით მოსახლეობის 60 % დაკმაყოფილდება.  „ოდიშის“ გადამღები ჯგუფი საქმის გასარკვევად სოფ რიყეში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათი განმარტებით, ჭაბურღილს, რომელზეც გიორგი თოდუა ამბობს, მილებთან არანაირი კავშირი არა აქვს და მოსახლეობის წყლით მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს.მოსახლეობა რიყეში დღემდე წყალს წყაროდან ეზიდება. აქ რიგებია განსაკუთრებით დილის საათებში. ადგილობრივები პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.ა.ო სამეგრელოს ხმა მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ. როგორც ირკვევა, საქმე ძიებაშია, თუმცა პრობლემა ისევ მოუგვარებელია და მოსახლეობა  უწყლოდ რჩება. საზოგადოების აზრის გათვალისწინებით კი ტელეკომპანია „ოდიში“ ამ საკითხს ისევ მიუბრუნდება.


comments

ოქტომბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended