სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_megisis-sasamartlo24.jpgმეგის ქარდავას საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს დაიწყო. მეგის ქარდავას ბრალი ედება ბელა როგავას არაადამინურ მოპყრობასა და წამებაში. როგავა ამჟამად სასჯელს ქალთა N5 დაწესებულებაში იხდის. მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მეგის ქარდავას საქმეზე დაზარალებულად წარმოდგენილი ბელა როგავა არის ადამიანი, რომელიც სასჯელს ადამიანის მძევლად აყვანაზე იხდის. დაცვის მხარემ ასევე განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი მეგის ქარდავასთვის ბრალის დასამტკიცებლად. მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, პროკურატურა ეყრდნობა მხოლოდ დამნაშავის ჩვენებას:ამასთან, ქარდავას ადვოკატები, გია გოროზია და მალხაზ ველიჯანაშვილი მეგის ქარდავას საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადატანას თხოვდნენ, სადაც ქარდავას კიდევ რამდენიმე საქმე იხილება. მოსამართლე, დავით გელაშვილმა ადვოკატების აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მთავარ მიზეზად კი ადვოკატების მხრიდან პროცედურული საკითხების დარღვევა დაასახელა. ქარდავას ადვოკატებს სასამართლოსთვის აღნიშნული შუამდგომლობა წერილობით არ გადაუციათ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დასაკითხი 20 მოწმიდან არც ერთი არ დაკითხულა. მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვები წარმოსთქვეს. ამასთან, დღევანდელ პროცესს არც დაზარალებული ბელა როგვა ესწრებოდა. მეგის ქარდავას მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ოქტომბერს გაიმართება.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი  ქარდავას 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


Нравится