პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის მამრობითი სქესის წარმომადგენლებისძთვის დღეს ტრენინგი გაიმართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_treningi24.jpg„მამაკაცური საუბრები“ გენდერულ როლებსა და ოჯახურ ძალადობაზე დისკუსია ამ თემაზე დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა. ასოციაცია „ათინათისა“ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით შეხვედრა პოლიტიკური პარტიების, ახალგაზრდული ფრთის, მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან შედგა.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გენდერულ როლებსა და ოჯახურ ძალადობაზე, ასევე წარმოდგენილი იქნა ოჯახური ძალადობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა.

მონაწილეები გაეცნენ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის თანახმად საქართველოში ყოველი მეთერთმეტე ქალი ერთხელ მაინც ყოფილა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო ქალების 35%-ის ქცევა პარტნიორის მხრიდან ძალადობის გამოყენებით კონტროლდება.


Нравится