არასამთავრობო ორგანიზაციები გალში ხუთმხრივი შეხვედრის აღდგენას ითხოვენ.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_nona-ubilava24.jpgდემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს პრეს –კონფერენცია ჩატარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი მიმართვის ტექსტი გაუგზავნეს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დევნილი ქალები საკუთრი უფლებების დაცვისათვის წარმომადგნელელი ნონა უბილავა აცხადებს რომ აუცილებელია მინისტრი დეტალურად იყოს ინფორმირებული კონფლიქტურ რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. არასამთავრობოები მინისტრს აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველთა პასპორტიზაციისა და სხვა სახის პრობლემებზე რეაგირებას და ხუთმხრივი მოლაპარაკებების უმოკლეს ვადებში დაწყებას თხოვენ.უბილავას ინფრომაციით დღეიდან გალში დეფაქტო ხელისუფლება პასპორტების ამოღების პროცესს იწყება, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის პრობლემებს შეუქმნის და მათი უფლებები უფრო მეტად დაიღვევა.დღევანდელ შეხვედრას სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ა. ო აცხადებენ, რომ მათ 18 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნეს მიმართვის ტექსტი , სადაც აღნიშნული იყო, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას მოაწრა ხელი, რომლის თანახმად აფხაზეთის მოქალაქეებს წარმოადგენენ, პირები რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში არანაკლებ 5 წლისა სახელმწიფოებრივი აქტის მიღების მომენტისთვის და არა აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. არასამთავრობოები პრემიერისგან აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს და ქართული მხარის პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ


Нравится