რატომ დაეცა თხილის ფასი და არის თუ არა ეს ხელოვნურად ჩარევის შედეგი. სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თხილის ფასის დაწევაში პრემიერ–მინისტრის გარემოცვას ადანაშაულებს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_gunava-txili23.jpgბოლო ორი დღის განმავლობაში სამეგრელოში თხილი ფასის დაწევა ხელოვნურმა ჩარევამ გამოიწვია, ეს განცხადება დღეს სამეგრელო–ზემო სვანეტის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ გააკეთა,გუბერნატორი თხილი ფასის დაწევაში პრემიერმინისტრის გარემოცვას ადანაშაულებს. გუნავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენმა,ზვიად ბრეგაძემ 21 სექტემბერს ადგილობრივი თხილის შემსყიდველები შეკრიბა, დააშინა და მათ დირექტივები მისცა. გუბერნატორი აცხადებს, რომ სულ რაღაც სამი დღის წინ ერთი კილოგრამი თხილის ღირებულება 3 ლარდი და 20 თეტრი იყო, დრეს კი 2 და 80 გახდა.მისი თქმით მოსახლეობა უდიდეს იმედს ამყარებს თხილის მოავალზე და ჰყიდის რომ ყოველდღიურ პრობლემებს გაუმკლავდეს, გუბერნატორი მიიჩნევს რომ ამით სამეგრელოს ოჯახების ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ პრემიერის გარემოცვასთან დაახლოებული ზვიად ბრეგაძე ადგილობრივ თხილის შემსყიდველებს თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში ნაის ნათსში შეხვდა,ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ადგილზე მივიდა თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ქარხანაში შესვლის უფლება არ მოგვცა და  მიზეზად ადგილზე დირექტორის არ ყოფნა დაასახელა.ჩვენ რამდნიმე ადგილობრივ თხილის შემსყიდველს დავუკავშირდით, მათი ნაწილი ამბობს,რომ შეხვედრაზე არ ყოფილა, ნაწილის განცხადებით კი შეხვედრაზე  მიწვევა მიიღო თუმცა არ წასულა. ამ დრომდე კი ერთი კილოგრამი თხილის საბაზრო ღირებულება 2 ლარი და 80 თეთრია.


 

Нравится