პირველ საჯარო სკოლაში ფოლკლორის საღამო გაიმართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_N1-skola.jpgკოლხური ფოლკლორი და მეგრული ტრადიციები დღეს კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე–3 კლასის მოსწავლეებმა და  კოლხური ფოლკლორის დიდი მოამაგის კალისტრატე სამუშიას შემოქმედება აუდიტორიამდე იუმორის თანხლებით მიიტანეს.საყოველთაოდ ცნობილი მეგრული სატრფიალო შაირები, ლექსები და სიმღერები, მოზარდებმა სცენაზე საკმაოდ თამამად მოირგეს და მაყურებლის აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. პატარები ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ.ტრადიციულ მოვლენად  ქცეული ლირიკული ლექსები პატარებმა ჩონგურზეც  დამღერეს  და სცენაზევე ზეპირსიტყვიერი პაექრობა გამართეს , დარბაზს  სადაც მაყურებელის ხალისიანი განწყობა იგრძნობოდა , კიდევ უფრო ხალისიანს ხდიდა სკოლის მოსაწვლეების მიერ შესრულებული რამდენიმე ქორეოგრაფიული ნომერი. თეატრალიზებული საღამო 1 საჯარო სკოლაში სრული ანშლაგით დასრულდა


Нравится