ეგვიპტისა და ბელორუსიის საერთაშორისო გამოფენებში გამარჯვებული სამხატვრო სკოლის მოსწავლეები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_galerea23.jpgზუგდიდის სამხატვრო გალერეაში დღეს ეგვიპტისა და ბელორუსიის საერთაშორისო გამოფენებში გამარჯვებული სამხატვრო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალს გამოფენა მიეძრვნა და გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინა. ზუგდიდელმა მხატვრებმა 5 ოქროს 4 ვერცხლი მედალი და 12 სერთიფიკატი მიიღეს.მოსწავლეები აცხადებენ, რომ დღევანდელ დღეს სამი წელი ელოდნენ, კონკურსებზე ნამუშევრები მათ 2010 წელს გააგზავნეს და პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღეს. სამხატვრო სკოლის დირექტორი ჯანსუღ ჭურღულია აცხადებს, რომ მიღებული შედეგები საამაყოა, მან ზუგდიდელ დამწყებ მხატვრებს წარმატებები მიულოცა.სამხატვრო გალერეაში გამარჯვებული მხატვრების ნამუშევრებს დღეს უამრავი დამთვალიერებელი ყავდა.


 

Нравится