შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_sh-mesxia23.jpgსაზეიმო ვითარებაში დაიწყო დღეს ახალი სასწავლო წელი შოთა მესხიას ზუგდიდის სხელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა. ღონისძიება, რომელიც 1 კურსელებს მიეძღვნათ, ორგანიზება უნივერსიტეტის თვითმმართველობამ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაუწია. თვითმმართველობის პრეზიდენტის ჭაბუკა ჯიქიას განცახდებით, ეს დღეს არის დასტური იმისა, რომ უნივერსიტეტი ღირსეულ თანამშრომლობას გეგმავს ახალ სტუდენტებთან და მომავალშიც მათ არაერთ სიურპრიზს მოუმზადებს. მოლოდინი გამართლდა, ასე შეაფასეს უნივერსიტეტში პირველი დღე თავად 1 კურსელებმა, 10 საუკეთესო სტუდენტს რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე ქულათა მაღალი მაჩვენებლი აღმოაჩნდათ უნივერსიტეტის ადმინისტაციისგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. სასწავლო წლის დაწყება დღეს უნივერსიტეტს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ მიულოცა და თითოეულ სტუდენს წარმატებები უსურვა სიქნ  ლამაზი დღე, რომლეიც უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერა ლამაზადვე გაგრძელდება, ამბობს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია და აქვე დასძენს რომ უნივერსიტეტი ტრადიციულად აგრძელებს საერთასორისო პროექტებში მონაწილეობის მიღებას. აკადემიური სრულყოფილება გაგრძელდება და ურთიერთობა რომელიც სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტაციას აკავშირებს, მაგალითი იქნება ზუგდიდისთვის, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქისთვის– განაცხადეს დღევანდელ ღონისძიებაზე უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა და სტუდენტებს მიმდინარე პროექტებში მეტი აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდეს.


 

Нравится