ანაკლიის "მომავლის ბანაკი" საზეიმო ვითარებაში დაიხურა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_banakis-daxurva21.jpgანაკლიის „მომავალის ბანაკი“ წუხელ საზეიმო ვითარებაში დაიხურა. დასკვნით კონცერტზე ბანაკის 2013 წლის მე–7 ნაკადის  დამსვენებლებმა თავად წარმოადგინეს საკუთარი  კუთხე და შესრულებული ნომრებით მაყურებლის აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

ანაკლიის მომავლის ბანაკი 20 ივლისს გაიხნა. ბანაკს 14-დან 18 წლამდე მოზარდებისაგან დაკომპლექტებული 7 ნაკადი სტუმრობდა. საერთო ჯამში კი დასვენება 2000-ზე მეტმა მოზარდმა შეძლო, მათ შორის უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა და 2008 წლის აგვისტოს ომსა და „აისაფის“ ოპერაციაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა.

ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ დახურვის ცერემონიალს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.ბანაკის დახურვის ცრემონიალზე გამოვლინდნენ ასევე საუკეთესო ლიდერები. გაიმართა ჟურნალ ნეუტონის პრეზენტაცია. ბანაკში დასვენებით მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ.ანაკლიის მომავლის ბანაკის დახურვას მიძღვნილი ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკებით დასრულდა...


Нравится