ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში დღეს სწავლის პროცესი დაიწყო.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_gimnazia20.jpg2013 წლის 20 სექტემბერს ალექსანდრე  ღურწკაიას  საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში (GG) პირველი  სასწავლო  წლის დაწყება აღინიშნა.საკუთარი  დაბადების დღეს,  GG-მ საზეიმოდ გაუხსნა კარები  მოსწავლეებსა დამათ მშობლებს, რომლებმაც არჩევანი ამ სასწავლებელზე შეაჩერეს.სასწავლო წლის დაწყებასა და დაბადების დღეს GG მნიშვნელოვანიწარმატებებით შეხვდა:  გიმნაზიის შენობა საზოგადოებამ „წლის არქიტექტურად“ აღიარა; კლას-კაბინეტები და აღჭურვილობა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოშისაუკეთესოდ ჩათვალა; საგანმანათლებლო პროგრამებმა. რესურსებმა, პედაგოგების კვალიფიკაციამ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით უპასუხა ყველაზე მაღა სტანდარტებს; დამფუძნებელსა და ინვესტორს ბატონ ჯიმშერ ღურწკაიას მსოფლიო დაჯილდოებაზე გერმანიის ქალაქ გეტინგენში გადაეცა პრიზი 2013 წლის საუკეთესო ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტისათვის.გიმნაზიელებმა სკოლის ისტორიაში ფერადი ხელების კვალი დატოვეს ნიშნად იმისა,  რომ ეს ხელები მომავალში უამრავ კეთილ საქმეს  გააკეთებს. მოსწავლეებმა ფერად ფურცლებზე თავიანთი სურვილებიც დაწერეს.ჯიჯი  ში საწავლო პროცესის დასაწყებად ყველაფერი მზადაა, სრულ  წესრიგშია საკლასო ოთახები, ინვენტარი. გიმნაზიაში დღეს საინფორმაციო–გაცნობითი ხასიათის  გაკვეთილები ჩატარდა. ამ წელს სკოლა პირველი–მეექვსე კლასითაა დაკომპლექტებული.საზეიმო ცერემონიალის დასასრულს  სკოლის ეზოში დროშა აღიმართა.


Нравится