საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ზუგდიდიც შეუერთდა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_dasuftaveba20.jpg„დავასუფთაოთ მსოფლიო დავასუფთაოთ საქართველო“ ამ სლოგანით გაიმართა ზუგდიდში დღეს დასუფთავების აქცია, რომელსაც ორგანიზება  „საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ „გაუწია. პროექტი მიზნად ისახავს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მის ჩართვას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში.მსოფლიო დასუფთავების აქციას დღეს ზუგდიდში მაშტაბური სახე მიეცა. მასში აქტიური მონაწილეობა თითოეულმა ზუგდიდელმა მიიღო.გარემოს დასუფთავების საერთაშორისო დღე 20,21 და 22 სექტემბერს აღინიშნება


Нравится