„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა დარბაზი დღეს ზუგდიდში დაფუძნდა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_burjanadze20.jpgზუგდიდში დღეს,ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა დარბაზი დაარსდა, სადაც 380 ადამიანია გაწევრიანებული.„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზამირა ღადუამ განაცხადა, რომ მხარდამჭერთა დარბაზში ყველა სფეროს ადამიანები არაინ გაწევრიანებული. შეხვედრას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ სამეგრელოს საარჩევნო შტაბის ლიდერი და ფოთის და წალენჯიხის ყოფილი გამგებელი, დავით ქანთარიაც ესწრებოდა,შეხვედრაზე  რეგიონში წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს და ახალი მთავრობის საქმიანობა შეაფასეს. დავით ქანთარიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხისთვის მიცემული დაპირებები არ შეასრულა.ქანთარიას განცხადებამ სამოქალაქო მოზრაობა „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლის ინეზა მურღულიას უკმაყოფილება გამოიწვია. მან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. დღევანდელი შეხვედრა დარბაზში მსხდომმა მოქალაქეებმაც შეაფასეს. ისინი აცხადებენ, რომ ბურჯანაძის კანდიდატურა მათთვის მისაღებია. დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში გამართულ შეხვედრას მხარდამჭერებთან ერთად, პარტიის სამეგრელოს რაიონული ორგანიზაციის წევრებიც ესწრებოდნენ.


Нравится