ლტოლვილთა და განსახლების სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოს შენობაში დევნილთა ნაწილი დღეს დილით მივიდა და ელ. ენერგიის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_devnilebi-20.jpgყოფილ პოლიტექნიკურ შენობაში შესახლებული დევნილები დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოში ელექტროენერგიის აღდგენის მოთხოვნით შეიჭრნენ  და სამმართველოს ხელმძღვანელთან ირაკლი ქოჩუასთნ შეხვედრა სცადეს. დევნილები აცხადებენ, რომ მათ ელექტროენერგია უკვე 2 დღეა არ მიეწოდება და უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება . მათივე განცხადებით  ქოჩუამ მათ განუმარტა, რომ აღნიშული საკითხის მოგვარება მის კომპეტენციაში არ შედის.ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და დევნილთა მოთხოვნების დაკმაყოფილება მათ არ შეუძლიათ.თავის მხრივ მომხდარს  ენერგო პრო ჯორჯიაც უკვე მეორე დღეა ეხმაურება, მათი წარმომადგენლის განმარტებით  აღნიშნული ობიექტი მათ ბაზაში რეგისტრირებული არ არის და დევნილები ელექტროენერგიას ამ დრომდე უკანონოდ მოიხმარდნენ.ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დევნილები აცხადებენ რომ უახლოეს მომავალში ისინი ფართომაშტაბიან აქციებს გამართავენ.


 

Нравится