ელ. ენერგიის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით დღეს პოლიტექნიკურ შენობაში ჩასახლებულმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_devnilta-aqcia19.jpg„ბატონო მინისტრო,ჩვენ არ ვართ ქართველები“?–ამ სლოგანით გამართეს გამაფრთხილებელი აქცია დღეს შონიას ყოფილ პოლიტექნიკურ შენობაში შესახლებულმა დევნილებმა. მათი განმარტებით ბოლო ერთი წელია  ისინი ყოველგვარი ყურადრების მიღმა რჩებიან და ამ ყველაფერს დღეს უშუქობის პრობლემაც დაემატა. ერთ–ერთი დევნილის რევაზ ღადუას განცხადებით, მათ დღეს დილით „ენერგოპრო ჯორჯიამ“ შუქი გადაუჭრა და დაახლოებით 20 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა განმარტავს, რომ აღნისნული პრობლემის შესახებ  ის ინფორმირებულია, თუმცა დასძენს რომ ეს საკითხი ენერგო-პრო ჯორჯიამ უნდა გადაწყვიტოს. თავის მხრივ, „ენერგო- პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ობიექტი, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ, მათთან ბაზაში როგორც კომპაქტური ჩასახლება, არ არის რეგისტრირებული. დევნილები აცხადებენ ,რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ და ხვალიდან ცენტრალური გზის გადაკეტვას შეეცდებიან.


 

Нравится