„დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის“ ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ დღეს პრესკონფერენცია გამართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_nona-ubilava19.jpgზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მცირე დარბაზში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ პრესკონფერენცია გამართა. მისი  განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ოჩამჩირის, გალის და ტყვარჩელის რაიონებში გაცემული პასპორტების გადამოწმების შემდეგ, გალის მოსახლეობის არჩევანის წინაშე დაყენების შემთხვევაში იქ მცხოვრებნი აფხაზურ პასპორტებს დათმობენ. უბილავა ამბობს, რომ ისინი არასოდეს იტყვიან უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და შესაბამისად, არ დატოვებენ ტერიტორიასაც. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ ასევე განაცხადა რომ, მათ აღიზიანებთ ყველა ის ავტომანქანა, რომელიც ენგურის ხიდზე გადადის და ყველა ის კავშირი, რომელიც არსებობს აფხაზეთსა და დანარჩენს საქართველოს შორის.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მცხოვრებთათვის აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტების გაცემის კანონიერების შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ანულირებულად გამოცხადდეს გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებში უკანონოდ გაცემული პასპორტები, მასალები კი დარღვევების შესახებ, შესასწავლად გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნოს. აფხაზური გამოცემა  „აფსნიპრესის“ ცნობით, ცვლილება შევიდა კანონში, აფხაზეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა.


Нравится